მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა - Palitra News

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა

2025-05-14 12:27:34+04:00

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლადაა ამოყვანილი, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ კი სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.