ბრაზილიის პრეზიდენტი - ვეცდები, პუტინი დავარწმუნო - ვეტყვი: ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე - Palitra News

ბრაზილიის პრეზიდენტი - ვეცდები, პუტინი დავარწმუნო - ვეტყვი: ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე

2025-05-14 10:16:43+04:00

ვეცდები, პუტინი დავარწმუნო, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდეს, - ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვეცდები პუტინს დაველაპარაკო. ვეტყვი: „ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მანამდე ბრაზილიამ და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.