ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში გაგრძელდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ოპერაციებს სრული ძალით უახლოეს დღეებში განაახლებენ. მისივე განმარტებით, ოპერაციის დასრულება „ჰამასის“ დამარცხებას ნიშნავს. მისი თქმით, ღაზაში ისრაელ-ჰამასის ომის შეჩერება მაშინაც კი არ შეიძლება, თუ კიდევ მეტი მძევლის გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მიაღწევენ.