აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად მზადაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად მზადაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან

2025-05-14 09:28:04+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად მზადაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან. მისი განმარტებით, თუ ირანის ხელმძღვანელობა უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, აშშ-ს მათზე მაქსიმალური ზეწოლის განხორციელების გარდა, სხვა არჩევანი არ ექნება. საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება ძალაში სამუდამოდ არ იქნება.