ერთი დღე რუსეთ-უკრაინის პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემთხვევაში, მხარეები ყველაფერზე ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ ომის დასასრულებლად ფორმატი უნდა იპოვონ. ზელენსკის თქმითვე, ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ. მანვე, ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ჩავა თუ არა კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი თურქეთში, ამ დრომდე უცნობია. კრემლში აცხადებენ, რომ 15 მაისს, რუსული დელეგაცია სტამბოლში იქნება, თუმცა მის შემადგენლობას არ ასახელებენ. ცნობილია, რომ აშშ-ს დელეგაციაში სტივ უიტკოფი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იქნებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთი ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე უარს იტყვის მის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.