უწყვეტი პროტესტის 167-ე დღესაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცველელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. უცვლელ მოთხოვნებთან ერთად, დემონსტრანტები მთავრობის გადადგომასაც მოითხოვენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებული არიან რომ ხელისუფლება დათმობებზე წავა და მათი მოთხოვნები შესრულდება.