თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო - Palitra News

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო

2025-05-14 09:25:32+04:00

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი 30 მაისისთვის გადაიდო. გუშინდელ სასამართლო პროცესზე შსს-ს წარმომადგენლებმა, სასამართლოს ახალი მტკიცებულებები წარუდგინეს, რომელიც მათი თქმით, ანი ქავთარაძის მიერ, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ასახავს. მომავალ სხდომაზე მოსამართლე, მირიან ქავთარაძის, როგორც მოწმის გამოკითხვასთან დაკავშირებით დაყენებულ შუამდგომლობას პასუხს გასცემს. თორნიკე სხვიტარიძე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, საბა სხვიტარიძის ძმაა.