,,MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი სპეციალურ განცხადებას მიიღებს - Palitra News

,,MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი სპეციალურ განცხადებას მიიღებს

2025-05-14 09:23:42+04:00

,,MEGOBARI აქტის“ საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტი სპეციალურ განცხადებას მიიღებს. მმართველი გუნდის სურვილია, არგუმენტებზე დაყრდნობით, საქართველოსთან დაკავშირებით, დოკუმენტში გამოთქმული შეხედულებები გააბათილოს. განცხადების პროექტი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უკვე გადაეცა. განხილვა სესიაზე დღეს შედგება, მომხსენებელი კი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იქნება. ამავდროულად, ქართული ოპოზიცია მეგობარი აქტის მიღების მოლოდინშია. მმართველი გუნდის ოპონენტები იმედს გამოთქვამენ, რომ მეგობარი აქტი, საბოლოოდ, კანონად იქცევა და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, მკაცრი სანქციები ამოქმედდება. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ღია წერილის მიხედვით, მმართველი გუნდი აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას პოზიტიურად უყურებს და იმედოვნებენ, რომ მეგობარი აქტს, დონალდ ტრამპის ხელმოწერა არ ექნება.