საპარლამენტო უმრავლესობამ 81 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტს, რომლის თანახმადაც უქმდება მინისტრის საათი და იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა. ამასთანავე, იცვლება პარლამენტში ინიციატივის წარდგენის წესიც. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ახალი რეგლამენტი საპარლამენტო საქმიანობას უფრო ეფექტურს და სტრუქტურულად დახვეწილს გახდის, თუმცა ოპოზიციაში ამის საპირისპირო მოსაზრება აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ერთპარტიულ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებს აზრი არ აქვს. კიდევ რას ითვალისწინებს ახალი რეგლამენტის პროექტი და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები?