საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შედგენილი საკანონმდებლო პაკეტი სამივე მოსმენით მიიღო. მმართველი პარტია ამ ცვლილებებს ოპოზიციური ველის გაჯანსაღებით ხსნის, ხოლო ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტს რეპრესიულს უწოდებენ და „ქართულ ოცნებას“ დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებენ.