მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს - Palitra News

მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს

2025-05-13 15:30:04+04:00

მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. მედიის ცნობით, თავდასხმა სოციალურ ქსელში ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოხდა. მერობის კანდიდატის გარდა, მოკლულია კიდევ სამი ადამიანი. პროკურატურამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. თავდასხმა დაგმო მექსიკის პრეზიდენტმაც. მისივე თქმით, თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა აღნიშნული ფაქტი მექსიკაში პირველი შემთხვევა არ არის. საარჩევნო ღონისძიების დროს მერობის კანდიდატი 2024 წლის მაისშიც მოკლეს. რამდენიმე დღეში ამას მეორე მერის მკვლელობაც მოჰყვა.