საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს, ყოველი მეხუთე კი კრედიტს ვერ იხდის. „კრედიტინფო საქართველოს“ აპრილის სტატისტიკით, საფინანსო სექტორის ვალი 1 944 818 ადამიანს აქვს, ვალს კი 365 409 მსესხებელი ვერ იხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 ათასზე მეტით შემცირდა. მცირედი კლება ფიქსირდება აპრილში მარტის თვესთან შედარებითაც. ამასთან, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, 369 311 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 028 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 537 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი, 3 706 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის. რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში 1 მილიარდ 238 მილიონ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების კი 1 მილიარდ 494 მილიონ ლარს. ჯამში, ერთ თვეზე მეტი ხნის გადაუხდელი ვალის მოცულობა 2 მილიარდ 762 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4.1%-ია. საერთო ჯამში, 2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი თითქმის 2 მილიარდ ადამიანს აქვს, ჯამში 67 მლრდ ლარზე მეტი.