ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, საბოლოო მიღებამდე მესამე მოსმენა აშორებს. დღესვე, პარლამენტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს და სავარაუდოდ, კენჭს უყრის. მმართველი გუნდი ცვლილებებს ოპოზიციური ველის გაჯანსაღებით ხსნის. ხელისუფლების ოპონენტები კი კანონპროექტს რეპრესიულად აფასებენ. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.