კონგრესში ,,მეგობარი აქტის’’ მიღების შემდეგ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო - Palitra News

კონგრესში ,,მეგობარი აქტის’’ მიღების შემდეგ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

2025-05-13 12:28:45+04:00

კონგრესში ,,მეგობარი აქტის’’ მიღების შემდეგ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერები მიმდინარე კვირის განმავლობაში, ვაშინგტონში კონგრესის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკის კვლევით ინსტიტუტებთან შეხვედრებს გამართავენ. პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, კონგრესის ხელმძღვანელობას, დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რაც მათ შორის, ქართული ოცნების წინააღმდეგ, სანქციების დაწესებას გულისხმობს. პარტიაში ამბობენ, რომ ვიზიტი ერთგვარი შესაძლებლობაა, ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარების კონტექსტში.