30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა და ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო გზავნილები რუსეთის პრეზიდენტს - უკრაინის ლიდერი თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს, პუტინი კი ინიციატივაზე პასუხის გაცემისგან, კვლავ თავს იკავებს. იმ შემთხვევაში, თუ პუტინი მშვიდობას არ დათანხმდება, ევროპელი ლიდერები საერთაშორისო სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავენ. რუსეთის ფედერაცია ევროპელების გაფრთხილებას ულტიმატუმის ენას უწოდებს. კრელმში აცხადებენ, რომ ამ ტონით საუბარი დაუშვებელია - რა გზავნილები აქვთ ლიდერებს და შედგება თუ არა თურქეთში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა