აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა - სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლიდერი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ტრამპი ვიზიტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში იწყებს. ვიზიტის მთავარი მიზნები ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაა. თურქეთში უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით კი აშშ-ის ლიდერმა განმარტა, რომ მოლაპარაკებებზე დასწრების დიდი სურვილი აქვს.