გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა - Palitra News

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

2025-05-13 09:28:21+04:00

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა. - მომხდარს კონტრტერორისტული პოლიცია იძიებს და ცალსახად აღნიშნავს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი საეჭვოა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ ყუმბარის მსგავსი, ხმამაღალი აფეთქებისა და, სავარაუდოდ, შუშის მსხვრევის ხმა გაიგეს. გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.