30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა და ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო გზავნილები რუსეთის პრეზიდენტს - უკრაინის ლიდერი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებზე ვლადიმერ პუტინის დუმილს უცნაურს უწოდებს და განმარტავს, რომ მსოფლიოს რუსეთისგან პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა დიპლომატიას მხარს უჭერს და ის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის თურქეთში ჩასასვლელად მზად არის. პუტინს კი არ დაუდასტურებია მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას. უკრაინის ლიდერის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეხვედრის მასპინძლობისთვის სრული მზადყოფნა უკვე გამოთქვა. აქვე ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერს მიმართა და აღნიშნა, რომ თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ტრამპის ჩასვლის იმედი აქვს.