კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცინერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, თბილისში კონფერენცია „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება - მასწავლებლების როლი და პრაქტიკული მიდგომები“ გაიმართა, რომელიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგნის ინტეგრირების ხელშეწყობას, აღნიშნულ პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვასა და მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. ღონისძიებას მასწავლებლები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების თვალსაზრისით მიღწეული შედეგები განიხილეს.