13 მაისს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება - Palitra News

13 მაისს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება

2025-05-13 09:22:53+04:00

13 მაისს, 10:00 საათზე, „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება. კომისია გიორგი ხოჭავას მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენს. ოპოზიცია მიმდინარე პროცესს უნდობლობას უცხადებს.