პოლონეთი კრაკოვში რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს - Palitra News

პოლონეთი კრაკოვში რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს

2025-05-12 21:01:02+04:00

პოლონეთი კრაკოვში რუსეთის გენერალურ საკონსულოს ხურავს. პოლონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები 2024 წლის მაისში ვარშავაში, სავაჭრო ცენტრში მასშტაბური ხანძრის გამო დივერსიაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომად საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გადაწყვიტა, უკან გაიწვიოს თანხმობა, რომელიც რუსეთის საელჩოს კრაკოვში საკონსულოს ფუნქციონირების ნებას რთავს. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შეწყვეტს ფუნქციონირებას კრაკოვის საკონსულო. კრემლი გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ პოლონეთის აღნიშნულ ნაბიჯს სათანადო ზომებით უპასუხებს.