მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ელოდება - Palitra News

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ელოდება

2025-05-12 21:00:24+04:00

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ელოდება - კიევი თანახმაა 30-დღიანი ზავისა და დღეიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებები განაახლოს. ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში პირადად დაელოდება. იმ შემთხვევაში, თუ დღის ბოლომდე ოფიციალური მოსკოვი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას არ დათანხმდება საერთაშორისო ლიდერები რუსეთს ახალი სანქციებით ემუქრებიან.