შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და ბრიუსელს კვლავ აკრიტიკებს. მისი თქმით, საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის „პოლიტიკური კონტექსტის ტყვე“. ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურა ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს „დირექტივებით ესაუბრება“. პაპუაშვილი ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. ამასობაში, კრიტიკული განცხადებები გვესმის ევროკავშირის ლიდერების მხრიდან - ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას არ გამორიცხავენ.