საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილ ხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს - Palitra News

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილ ხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს

2025-05-12 15:34:07+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილ ხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, გაიმართა. წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ტაძარში მისულ საზოგადოებას საშუალება აქვს, მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი, რომელიც სპეაციალურად დღეს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დააბრძანეს.