აიკრძალებიან თუ არა ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები - Palitra News

აიკრძალებიან თუ არა ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები

2025-05-12 15:28:34+04:00

აიკრძალებიან თუ არა ქვეყანაში ოპოზიციური პარტიები -შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში განიხილავს. ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, რომ კანონპროექტი რეპრესიულია და მისი მიზანი, განსხვავებული აზრის გაქრობაა. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.