რას ემსახურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია - მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან რომ რეორგანიზაციის შემდეგ უწყების მუშობა გაჯანსაღდება, სამუშაო ადგილს კი უსამართლოდ არავინ დატოვებს. დაანონსებული რეორგანიზაციის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავს ოპოზიცია. დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას პარლამენტის კომიტეტებში ხვალიდან დაიწყებენ.