მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინშია - როგორია პროგნოზები 15 მაისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით - Palitra News

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინშია - როგორია პროგნოზები 15 მაისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით

2025-05-12 12:40:24+04:00

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინშია. 30-დღიანი ზავის ნაცვლად პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე კიევი თანახმაა, თუმცა დღეიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლის ლიდერს ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში პირადად დაელოდება. პუტინს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო ლიდერებიც. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა. რას ამბობენ ლიდერები და როგორია პროგნოზები 15 მაისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.