მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს - Palitra News

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს

2025-05-12 12:39:20+04:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილ ხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს. საზეიმო წირვა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, მიმდინარეობს. წირვას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. ტაძარში მისულ საზოგადოებას საშუალება აქვს, მოილოცოს წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი. ხატი „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და დაკვეთით შეიქმნა.