"ქართული ოცნება" ამოქმედებული და მოსალოდნელი სანქციების პირისპირ. ევროპის ქვეყნის ლიდერები "ქართულ ოცნებას" ევროპული კურსიდან გადახვევის გამო აკრიტიკებენ. ევროპელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ქმედებები, გადაწყვეტილებები და კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლის განმავლობაში მიიღო, საქართველოს ევროკავშირში წევრობასთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს. კრიტიკული განცხადებების ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საკითხზე ისაუბრებს.