ქართული ოცნება ოქტომბერს ჩანიშნული თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებულნი არიან, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. კვლავ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციის წევრები, რომლებსაც მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების თაობაზე ერთიანი პოზიცია ამ ეტაპზე არ აქვთ.