აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა ჟენევაში გამართული დახურული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირების დეესკალაციაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია. ბესენტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი შაბათ-კვირას მაღალი დონის ფარულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ — ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იანვარში ჩინურ პროდუქციაზე მაღალი ტარიფები დააწესა. დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები პოზიტიურად კონსტრუქციულად შეაფასა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სრული გადატვირთვა მიმდინარეობს. ორივე მხარე შეთანხმებულია, რომ მთავარი პრიორიტეტი დაძაბულობის შემცირებაა. ვაშინგტონი ერთპიროვნულად ტარიფების შემცირებას არ აპირებს.