თბილისში, ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - Palitra News

თბილისში, ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2025-05-11 13:43:28+04:00

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.