„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს - Palitra News

„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს

2025-05-09 20:35:13+04:00

„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს.

მეტეხის ხიდიდან გადმოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

„ევროპის მოედნამდე“ მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიმართა.

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს ასევე მშვიდობის ხიდიდან.