საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მარშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,, ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით 7 საათზე ევროპის მოედანზე!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 5 სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით, ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც აქცია 19:00 საათზე დაიწყება.