9 მაისს, ევროპის მოედანზე აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი, თუმცა მანამდე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან ევროპის მოედნამდე მოქალაქეები მსვლელობით მივლენ. აქციას უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, მათ შორის მწერლები, გამომცემლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები. სოციალურ ქსელში გავრცელებული ორგანიზატორების ტექსტის თანახმად, ევროპის დღეს ქართველები ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვდებიან.