დღეს საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა - რა განაცხადა დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ - Palitra News

დღეს საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა - რა განაცხადა დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ

2025-05-08 20:56:04+04:00

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთი დაზარალებული პოლიციელი დაიკითხა. დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციაზე თვალის დაზიანება მიიღო, თუმცა მას არ დაუნახავს ვინ ესროლა ნივთი, რომელიც მას თვალში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული. ამის საპასუხოდ, ბრალდებულთა ადვოკატები განმარტავენ, რომ გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელები ვერ აზუსტებენ, მიიღეს თუ არა მათ ეს დაზიანებები კონკრეტულად რომელიმე ბრალდებულისგან.