,,ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგისა და გზავნილის ირგვლივ 9 მაისს აქციაა დაანონსებული. საპროტესტო აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით შეუერთდებიან და ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან. ორგანიზატორების განცხადების თანახმად, ამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ ევროპული მომავლისადმი საკუთარ ერთგულებასა და მისწრაფებას. ევროპის დღის აღსანიშნად მოქალაქეებს ექსპო ჯორჯიაში იწვევს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი.