ირაკლი დგებუაძე - მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ - არ მგონია, ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას - Palitra News

ირაკლი დგებუაძე - მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ - არ მგონია, ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას

2025-05-08 15:10:46+04:00

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა. მანამდე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შუამდგომლობა, არ დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. პროცესის პარალელურად, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ.