ქართული ნუშის ექსპორტი 37-ჯერ გაიზარდა, თუმცა რეკორდულ ნიშნულზეა იმპორტიც - Palitra News

ქართული ნუშის ექსპორტი 37-ჯერ გაიზარდა, თუმცა რეკორდულ ნიშნულზეა იმპორტიც

2025-05-08 13:54:36+04:00

ქართული ნუშის ექსპორტი 37-ჯერ გაიზარდა, თუმცა რეკორდულ ნიშნულზეა იმპორტიც. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში საქართველოდან დაახლოებით 112 ტონა ნუში გავიდა, ჯამში 673 ათასი დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 3 ტონა, 19 ათასი დოლარის ღირებულების. აღსანიშნავია, რომ წელს ქართული ნუში მთლიანად რუსეთში გავიდა, საექსპორტო ფასმა კი ერთ კილოგრამზე 6 დოლარი შეადგინა. ამასთან, წელს პირველ კვარტალში საქართველომ 364 ტონა ნუში იყიდა, ჯამში დაახლოებით 2 მლნ დოლარის ღირებულების, რაც ფაქტობრივად, ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ წელს ერთი კილოგრამი ნუშის იმპორტი (გადასახადების გარეშე) დაახლოებით 5.5 დოლარის ფარგლებში იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალოდ, 3 დოლარს შეადგენდა. საქართველოში ნუში ძირითადად აშშ -დან, ესპანეთიდან დათურქეთიდან შემოდის.