რა გავლენას იქონიებს „MEGOBARI აქტი“-ს მიღება საქართველოზე - Palitra News

რა გავლენას იქონიებს „MEGOBARI აქტი“-ს მიღება საქართველოზე

2025-05-08 09:23:14+04:00

რა გავლენას იქონიებს მეგობარი აქტის მიღება საქართველოზე - საკითხზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. მხარეების აზრით, მეგობარი აქტი პასუხია იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველომ არ დაკარგოს ის შესაძლებლობები, რომელსაც პარტნიორები ქართველ ხალხს მხარდაჭერის მიზნით აძლევენ. როგორც ცნობილია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ „MEGOBARI აქტი“ ოფიციალურად სენატს გადაეცა. შესაბამისი ცვლილებები სენატის განრიგშია შეტანილი.