საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე, მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს - Palitra News

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე, მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს

2025-05-08 09:20:24+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე, მოსამართლე იზა კელენჯერიძის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. ზურაბიშვილი დაკავებულების ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებს. საკუთარ განცხადებაში მეხუთე პრეზიდენტი საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესებსაც გამოეხმაურა. მისი აზრით, ამ პროცესებს სამართალთან კავშირი არ აქვს. დღეს 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.