“MEGOBARI აქტი” ოფიციალურად ზედა პალატას - სენატს გადაეცა - რას უნდა ველოდოთ ამ პროცესისგან და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები - Palitra News

“MEGOBARI აქტი” ოფიციალურად ზედა პალატას - სენატს გადაეცა - რას უნდა ველოდოთ ამ პროცესისგან და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები

2025-05-07 20:40:41+04:00

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ, “MEGOBARI აქტი” ოფიციალურად ზედა პალატას - სენატს გადაეცა. აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, დასასანქცირებელ ქართველ მაღალჩინოსანთა ჩამონათვალში არიან როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე მოსამართლეები და ბიზნესმენები. პროცედურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი მეგობარ აქტს სენატიც დაამტკიცებს, საბოლოო ამოქმედებისთვის მას დონალდ ტრამპმა ხელი უნდა მოაწეროს. რას უნდა ველოდოთ ამ პროცესისგან და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?