შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს, სადაც ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს „მსურველთა კოალიცია“ გაუწევს. დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა ავს. პარალელურად, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების გზაზე ევროკავშირის სამოქმედო სამი პრიორიტეტი დაასახელა. რას ამბობენ ლიდერები და როგორ ვითარდება პროცესები სამშვიდობო მოლაპარაკებების ირგვლივ.