თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი მომდინარეობს. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. მეორე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციის დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის საქმეს შეეხებოდა. როგორც ცნობილია ჩეჩინს თავის არეში სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და მკურნალობას საჭიროებს.