ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება. შემადგენლობაში 133 კარდინალი შედის. ისინი დებატებს გამართავენ, რის შემდეგაც სასურველ კანდიდატს ხმას მისცემენ. უმეტესობა პაპს პირველად ირჩევს. ხმის მიცემა როგორც წესი, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო კვამლია. თუ ის შავია, ნიშნავს, რომ კონკლავმა ახალი რომის პაპის არჩევა ვერ შეძლო და კენჭისყრა გაგრძელდება. თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოვა, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია. ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსები ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს.