ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად სტივ უიტკოფი ოფიციალურად დაინიშნა - Palitra News

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად სტივ უიტკოფი ოფიციალურად დაინიშნა

2025-05-07 09:34:28+04:00

ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლად სტივ უიტკოფი ოფიციალურად დაინიშნა. ოვალურ კაბინეტში გამართულ ცერემონიაზე, სტივ უიტკოფმა ფიცი დადო. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უიტკოფის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებული უნარების მქონე მომლაპარაკებელია. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, აშშ დიდ წარმატებას აღწევს, რის შესახებაც ინფორმაცია მალე გასაჯაროვდება.