დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა

2025-05-07 09:33:42+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა. მისივე თქმით, ირანისთვის ეს მართლაც გადამწყვეტი დროა და სურს, იხილოს სამშვიდობო შეთანხმება. აშშ-ს პირველმა პირმა იმედი გამოთქვა რომ ოფიციალური თეირანი სწორ ნაბიჯებს გადადგამს. ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, 11 მაისს, ომანის დედაქალაქში გაიმართება. დასავლური ქვეყნები აცხადებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მიმართულია იარაღის წარმოებისკენ, ირანი კი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვისაა.