პროტესტის 160-ე დღეს მოქალაქეებმა , დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტეს - Palitra News

პროტესტის 160-ე დღეს მოქალაქეებმა , დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტეს

2025-05-07 09:29:58+04:00

პარლამენტთან უწყვეტი პროტესტის 160-ე დღეს მოქალაქეებმა , დედაქალაქის მთავარი გამზირი ისევ გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მარშიც შეურთდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნებს - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალი მოთხოვნა- მთავრობის გადადგომა დაემატა. აქციის მონაწილეების სურვილია დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ხმა გააგონონ.