ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში - პირველად საქართველოში, Mastercard-ი და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ - Palitra News

ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში - პირველად საქართველოში, Mastercard-ი და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ

2025-05-06 21:37:26+04:00

ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში. პირველად საქართველოში, Mastercard-ი და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ. Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ - Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს. უკვე ერთი წელია, რაც ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000-ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე - გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები.