რამდენ ხანს ვცხოვრობთ საქართველოში? რა თქმა უნდა სიცოცხლის ხანგრძლივიბა ძალიან ინდივიდუალური მდგენელია, მაგრამ სტატისიკა ითვლის საშუალო მაჩვენებელს. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ქალებისთვის 79 წელია, კაცებისთვის - 70. გეტყვით იმასაც, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა წლიდან წლამდე დიდად არ იცვლება და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა, რაც გასული წლისთვის განისაზღვრა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704 500 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9 900 ათასი კაცით მეტია. გარდა ამისა, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ - 1 780 600, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923 900 შეადგინა. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალი.